შინ


საქართველო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე სამხრეთ კავკასიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, რომელიც კულტურულად ევროპის ნაწილია და იგი ყოველთვის დიდი ინტერესს იწვევდა და იწვევს მოგზაურებს შორის. საქართველო უნიკალური ქვეყანაა თავისი მრავალფეროვანი ბუნებითა და მრავალათასწლიანი ისტორიით. აქ თქვენ შეგიძლიათ იხილოთ კავკასიონის მარადთოვლიანი მწვერვალები, ალპური ტბები და სუბალპური მდელოები, ულამაზესი ფართეფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეები, ჩანჩქერები და მთის ჩქარი მდინარეები, ნახევრად უდაბნო ადგილები და მრავალ საუკუნეთა მანძილზე შექმნილი უნიკალური ქართული კულტურა და ტრადიციები.

ჩვენი კომპანიის მიზანია ორგანიზება და მეგზურობა გაუწიოს სამთო-სათავგადასავლო და კულტურულ-შემეცნებითი ტურებით დაინტერესებულ მოგზაურებს, რომელთაც სურთ საქართველოს მონახულება და უკეთ შეცნობა.

ტობა თრეველი გათავაზობთ:
სამთო-საფეხმავლო ტურებს საქართველოს ყველა რეგიონსა და დაცულ ტერიტორიებზე.
ალპინისტურ ტურებს ყაზბეგის მყინვარწვერზე - 5047მ, თეთნულდზე - 4852მ, ლაჰილზე - 4009 მ.
საცხენოსნო ტურებს საქართველოს ყველა რეგიონსა და დაცულ ტერიტორიებზე.
4X4 ტურებს საქართველოს ყველა რეგიონში.
კულტურულ-შემეცნებით ტურებსა და ექსკურსიებს საქართველოს ყველა რეგიონში.



ღონისძიებები