kaxa კახა ოღაძე
დამფუძნებელი, ტურების ორგანიზატორი
ფილოლოგი. 1998 წლიდან აქტიურად მოგზაურობს საქართველოს სხვადასხვა მხარეში. 2004 წელს მეგობრებთან ერთად დააარსა ცნობილი ქართული სალაშქრო ფორუმი karavi.ge. იყო ფორუმის მიერ ორგანიზებული ლაშქრობების აქტიური მონაწილე და ორგანიზატორი. 2007 წლიდან აწყობს სხვადასხვა ექსპედიციებს ზემო სვანეთში და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. 2010 წელს მეგობარ ჯონი კაპანაძესთან ერთად აარსებს ტურისტულ კომპანია "ტობა თრეველს". ნამყოფია საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

joni ჯონი კაპანაძე
დამფუძნებელი, ტურების კოორდინატორი
ფსიქოლოგი-რელიგიათმცოდნე. 2008 წლიდან აქტიურად ჩართულია ქართულ ტურიზმში - სამთო, კულტურული, სათავგადასავლო და ექსტრემალური მიმართულებით. 2010 წლიდან - სათავგადასავლო ტურისტული კომპანიის "ტობა-თრეველის" დამფუძნელებლი. 2013 წლიდან - საქართველოს გიდების ასოციაციის ზოგადი პროფილის მოქმედი სერტიფიცირებული გიდი. 2014 წლიდან - ღვინის ტურიზმის მოქმედი სერტიფიცირებული გიდი. 2015 წლიდან რადიო "ჯაკო - ჯიბითაიმს", გადაცემა ტურიზმის შესახებ - "აღმოაჩინე საქართველო" - თანაწამყვანი. 2015 წლიდან - საქართველოს მოლაშქრეთა ასოციაცია - დამფუძნებელ-თავმჯდომარე.

nika ნიკოლოზ მჭედლიძე
დიზაინერი

zura ზურა ეგეტაშვილი
პროგრამისტი